რუსეთი როსტოვის ოლქში რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
რუსეთი როსტოვის ოლქში რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მუშაობს. ცნობას რუსული საინფორმაციო სააგენტოებო ავრცელებენ და წერენ. რომ დაზიანებულია რამდენიმე ნაგებობა, თუმცა რა ნაგებობებზეა საუბარი არ ზუსტდება. როსტოვის პარალელურად რაკეტის ჩამოგდების შესახებ ცნობას რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიც ავრცელებს. რეგიონის ე.წ მმართველი ამტკიცებს, რომ რაკეტა ჰაერსაწინაარმდეგო სისტემამ ჩამოადგო.
