GFC22
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში GFC 22-ის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 22 სპორტსმენი გამოდიოდა. მთავარი ბრძოლა მსუბუქი წონის ქამრისთვის შედგა, სადაც ერთმანეთს ლუკა გიორგაძე და ლევან კირთაძე დაუპირისპირდნენ. 5-რაუნდიან ურთულეს ბრძოლაში გამარჯვება ლუკა გიორგაძეს დარჩა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლებში გამარჯვება მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს. შეჯიბრში ასევე ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი სპორტსმენები გამოდიოდნენ.
