„ფიქრი ფერით“
ედმონდ კალანდაძის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ფიქრი ფერით“ გაიხსნა, რომელიც მხატვრის შემოქმედების რეტრო სპექტივაა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1940-იანი წლებიდან დაწყებული და დასრულებული მის უკანასკნელ წლებში, 2010-იანებში შესრულებული ნამუშევრები. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გაიაროს ედმონდ კალანდაძის მთელი შემოქმედებითი ცხოვრება მისი გრაფიკისა და ფერწერის მეშვეობით. გამოფენა ეროვნულ გალერეაში ხუთ აგვისტომდე გაგრძელდება.
