„მუსიკალური საღამოები“
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ „მუსიკალური საღამოების“ მარათონს ხონი შეუერთდა. ცენტრალურ მოედანზე სამზადისი მიმდინარეობს, ეწყობა სცენა და სივრცეები ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვისთვის. საღამო ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. ჭიათურა „მუსიკალურ საღამოებს“ მასპინძლობს. ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე სკვერში ამჟამად ღონისძიებებისთვის სამზადისი მიმდინარეობს. დამონტაჟდა სცენა, ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეებისთვის განკუთვნილი პავილიონები. კახეთში, მუსიკალურ საღამოებს ამჯერად გურჯაანი უმასპინძლებს. გრანდიოზული ღონისძიებებისთვის კულტურისა და დასვენების პარკში სამზადისი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. მონტაჟდება სცენა, სადაც მსმენელის წინაშე საღამოს „ღამის შოუს“ ბენდი წარდგება. წნორის ახალ პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუსიკალური საღამო იმართება. სკვერში სამზადისი მიმდინარეობს. მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო, გასართობი სივრცეები და პავილიონები. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება
