ვითარება უკრაინაში
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებსა და რუს ოკუპანტებს შორის 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით საოკუპაციო ძალებმა საზენიტო სარაკერო სისტემის პარალელურად ცეცხლი ირანული წარმოების დრონებითაც გახსნეს, თუმცა საჰაერო დაცვის სისტემის წყალობით ხუთი დრონი ჩამოაგდეს. ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებაც.