კანდიდატის სტატუსის მოლოდინი
კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა შაბათის ქრონიკაში ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს გერმანიასთან და საფრანგეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვს, ამიტომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ქვეყანას მათი მხარდაჭერის იმედი აქვს. ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობას, სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პარტნიორები საქართველოს საზიანოდ გამოიყენონ.
