ძალადობები და ძალადობის წახალისება
„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ დაგმობა, არამედ რეაგირება და მოძალადეების დასჯა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ბოლო პერიოდში განვითარებულ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოძალადე უნდა დაისაჯოს, ქვეყანაში ნებისმიერი ძალადობა მიუღებელი უნდა იყოს. ასევე ისაუბრა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ მოწოდებებზე, რომლებიც არაერთხელ მოუსმენია ქართულ საზოგადოებას. მან ასევე გაიხსენა 7-8 მარტის მოვლენები როდესაც პარლამენტს ცეცხლს უკიდებდნენ, პოლიციელს წვავდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილით.
