გამოხმაურება პრეზიდენტის განცხადებაზე
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან „თბილისი პრაიდის“ ჩაშლასთან დაკავშირებით გააკეთა. პრეზიდენტმა თქვა, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ჩატარება. პრეზიდენტის შემდეგ, ქართული პოლიცია გააკრიტიკეს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმაც. პაპუაშვილის თქმით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმას, რომ უცხოელმა ელჩებმა პოლიციის ქმედებები გააკრიტიკონ, რისი უფლებაც მათ არ აქვთ.
