სახალხო დამცველის განცხადება
ლევან იოსელიანი „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა. ლევან იოსელიანი წერს, რომ სამინისტრომ ყველა კანონდარღვევაზე უნდა მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება.
