„მუსიკალური საღამოები“ რეგიონებში
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ „მუსიკალური საღამოებს“ სამტრედიამ უმასპინძლა. უამინდობის მიუხედავად, რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში უამრავი ადამიანი შეიკრიბა და კონცერტის პარალელურად სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთო. დღეს ღონისძიებებს გარდაბანი, გურჯაანი, წნორი, ჭიათურა და ხონი უმასპინძლებენ. ,,მუსიკალური საღამო“ და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გუშინ საჩხერეში გაიმართა. მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, საკონცერტო სცენა, საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები მოეწყო. გაიმართა საბავშვო გასართობი შოუები. „მუსიკალური საღამოები“ დედოფლისწყაროში გრანდიოზული კონცერტით დასრულდა. ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ სცენაზე მსმენელის წინაშე თბილისიდან მიწვეული მომღერლები წარდგნენ. კონცერტამდე, კი სტუმრებს საშუალება ჰქონდა ადგილობრივი მეწარმეებიის პროდუქციას გაცნობოდნენ.
