რუსთავის წყალმომარაგება
რუსთავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. ხრამის სათავე ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების გარკვეული ნაწილი უკვე დასრულდა. კომპანია „რუსთავის წყლის“ წარმომადგენლებმა, პროექტის მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს წარუდგინეს.
