ავიაკატასტროფა ლოს-ანჯელესში
ლოს-ანჯელესის აეროპორტის მახლობლად მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა. შტატების ტრანსპორტის უსაფრთოების ნაციონალური საბჭოს საავიაციო გამომძებლების ცნობით, თვითმფრინავი დაჯდომის მცდელობისას საფრენ ბილიკს ასცდა, პირველად მიზეზად ამინდის პირობები სახელდება. დაწყებულია გამოძიება.
