ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვსტალის ლიდერები
უკრაინის პრეზიდენტმა ტყვეობიდან გათავისულფებული აზოვსტალის ლიდერები თურქეთიდან უკრაინაში ჩაიყვანა. გათავისულფებული ტყვეების დახვედრის ცერემონია ლვოვში გაიმართა, სადაც სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ „აზოვსტალის“ მცველები 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან და თურქეთში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გაცვლის თაობაზე რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.
