მსჯავრდებული სააკაშვილი და უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნა
შალვა პაპუაშვილის თქმით უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის მართალი ქართველი ხალხის წინაშე და არასწორად იქცევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გადაცემას ითხოვს. მისი თქმით უკრაინამ არ უნდა აკადროს ქართველ ხალხს უთხრას, რომ ადამიანმა, რომელმაც საქართველოში შექმნა წამების სისტემა და სტრასბურგმა მისი დანაშაული დაამტკიცა უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ მას გაათავისუფლებენ.
