აშშ-მა საკუთარი ქიმიური იარაღის მარაგების განადგურება დაასრულა
შეერთებულმა შტატებმა მთლიანად გაანადგურა ქიმიური იარაღის ბოლო მარაგი. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. ჯოზეფ ბაიდენმა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დაცვის პირობა დადო და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, კონვენციას შეუერთდნენ. ამასთან, ბაიდენმა კონვენციის დარღვევაში რუსეთი და სირია დაადანაშაულა
