უკრაინის პრეზიდენტი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ომის მე-500 დღეს კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა და მიმართვა ჩაწერა - „თავისუფალი კუნძული თავისუფალ უკრაინაში. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც იბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. წინააღმდეგ. პატივს ვცემთ ჩვენი გმირების ხსოვნას მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში დატოვეს. დიდება ყველა ქალსა და კაცს, ვინც იბრძვის შავ ზღვაში უსაფრთხოებისთვის“ - აცხადებს ზელენსკი
