რუსული ნავთობი
„სანქციების შემოღების დროს ყველა უყურებს იმას რომ ერთის მხრივ დააზიანოს რუსეთი, მაგრამ მეორეს მხრივ არ შემოიღოს ისეთი სანქცია, რომელიც მას უფრო დააზიანებს ვიდრე რუსეთს“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი კვლავ აგრძელებს რუსეთისგან წიაღისეული საწვავის შეძენას. ქართული ოცნების წევრებისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ყველა სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა საკუთარი და საკუთარი ხალხის ინტერესის გათვალისწინებით, მოქმედებს
