ინგუშური კულტურის ცენტრის ეგიდით, ინგუშური სახელმწიფოებრიობის 99 წლის იუბილე აღინიშნა
ინგუშური კულტურის ცენტრის ეგიდით, ინგუშური სახელმწიფოებრიობის (ავტონომიური ოლქის შექმნის) 99 წლის იუბილე აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში ოთხენოვანი კრებულის „ინგუშური (ღლიღვური) თქმულებები თამარ მეფეზე“ წარდგინება გაიმართა
