„მუსიკალური საღამოები“
“მუსიკალური საღამოებს” დღეს კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დედოფლისწყარო და ახმეტა უმასპინძლებს. დედოფლისწყაროში სამზადისი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. იქ ღონისძიებები ქალაქის ცენტრში 7 საათიდან დაიწყება, სადაც სტუმრების საზეიმო განწყობაზე თბილისიდან მიწვეული მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები იზრუნებენ. ამის პარალელურად სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვებში და საბავშვო გასართობ შოუებში
