სამტრედია „მუსიკალური საღამოების" მარათონს შეუერთდა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება
ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში სამზადისი მიმდინარეობს, ეწყობა სცენა და სივრცეები ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვისთვის. ასევე წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. საღამო ქართველი მომღერლების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტით დასრულდება
