უკრაინის პრეზიდენტი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ომის მე-500 დღეს კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა და მიმართვა ჩაწერა - „თავისუფალი კუნძული თავისუფალ უკრაინაში, მადლიერი ვარ ყველასი, ვინც იბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. პატივს ვცემთ ჩვენი გმირების ხსოვნას მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე ამ ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში დატოვეს. დიდება ყველა ქალსა და კაცს, ვინც იბრძვის შავ ზღვაში უსაფრთხოებისთვის“ - აცხადებს ზელენსკი
