ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენი
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანკოფონიისა და კულტურათა შორისი დიალოგის ორდენი „პლეადა“ გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღავნელს, დავით სონღულაშვილსა და ღვაწლმოსილ პროფესორს, მზაღო დოხტურიშვილს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. 6 ივლისს ორდენი „პლეადა“ გადაეცათ საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს
