კეთილმოწყობის სამუშაოები ზუგდიდში
ზუგდიდში კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე განახლდა საგზაო მონიშვნები, ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა განათების ახალი სისტემები, ყოველ დღიურ რეჟიმში წესრიგდება მწვანე საფარი. სრულად განახლდა გამსახურდიას გამზირზე არსებული შენობები და ცენტრალური ბულვარი. სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდის მერთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად გაეცნო
