გადამზადების პროგრამა
ევროკავშირთან თანამშრომლობით, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 1 300 სპეციალისტის გადამზადების პროგრამას იწყებს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალ ანაზღაურებად ისეთ პროფესიებში, როგორიცაა პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, დიზაინი და სხვა. შესაბამისი მემორანდუმი სააგენტოსა და ევრო კავშირს შორის დღეს გაფორმდა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო
