რუსული ნავთობი
„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მარტთან შედარებით რუსეთს ენერგორესურსების ექსპორტით მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა, ბევრი ქვეყანა რუსეთისგან ყოველ დღიურად მილიონობით დოლარის ღირებულების წიაღისეულ საწვავს ყიდულობს“ - ამის შესახებ ინტერნეტ პლატფორმა „ვიჟუალ კაპიტალსი“ იტყობინება. სტატისტიკური მონაცემებით, ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობისა და გაზის იმპორტი 90 პროცენტით არის შემცირებული, თუმცა 2023 წელს ევროკავშირს რუსეთისგან 18 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი და გაზი აქვს შეძენილი.
