ერდოღანი: უკრაინა ნატოში გაწევრიანებას იმსახურებს
„უკრაინა ნატოში გაწევრიანებას იმსახურებს“ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ ომის შესაჩერებლად თურქეთი ძალისხმევას არ დაიშურებს. ზელენსკისა და ერდოღანის შეხედრა სტამბოლში ორ საათ ნახევარს გაგრძელდა. მანამდე უკრაინის ლიდერი ბულგარეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს სტუმრობდა
