საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, პრაიდის კვირეულს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ
საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, პრაიდის კვირეულს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. სასულიერო პირები საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას ითხოვენ . როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ე.წ. ლგბტ მოძრაობის ნამდვილი მიზანია არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის ცვლილება, რასაც საზოგადოება ვერ შეეგუება.
