ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში - ასეთია პრემიერ მინისტრის გზავნილი თბილისიდან, ვიდრე ბრიუსელში წლის ბოლოს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესსა და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა.
