ქართულად ამღერებული ნორვეგიელები
თბილისის კათოლიკურ საკათედრო ტაძარსა და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლმა „გიორგიმ“ მუსიკალური საღამოები გამართა. სვენ ვოგეს, პეტერ სიმონსენისა და ბექა სებისკვერაძის შემადგენლობით, ანსამბლი უკვე 20 წელზე მეტია, ქართულ პოლიფონიურ სიმღერას საქართველოსა და ნორვეგიაში ასრულებს.
