ახალი კანონი საფრანგეთში
საფრანგეთის პარლამენტმა პოლიციას, ცალკეულ შემთხვევებში, ტელეფონის და სხვა მოწყობილობების საშუალებით, მოქალაქეთა თვალთვალის უფლება მისცა. ცვლილების თანახმად, სამართალდამცავი უწყება საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული მოქალაქის ტელეფონზე კამერის, მიკროფონის, სანავიგაციო სისტემისა და სხვა ფუნქციების გააქტიურებას შეძლებს. უწყებას მოქალაქის ამ ხერხით თვალთვალის უფლება სასამართლომ უნდა მისცეს. მეთვალყურეობის ხანგრძლივობა კი საერთო ჯამში ექვს თვეს არ უნდა აღემატებოდეს. საფრანგეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ექიმები, მოსამართლეები, დეპუტატები, იურისტები და ჟურნალისტები ლეგიტიმური სამიზნეები არ იქნებიან.
