პრიგოჟინის დაბრუნება
შეიარაღებული ამბოხის მცდელობიდან ორი კვირის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინი კვლავ რუსეთშია. ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი არა ბელარუსის ტერიტორიაზე, არამედ სანქტ-პეტერბურგშია და შესაძლოა, მოსკოვშიც მიემგზავრებოდეს. პრიგოჟინის შესაძლო დაბრუნების პარალელურად, რუსულმა სახელწიფო მედიასაშუალებებმა მის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
