„შავი ლომი” ევროპის „ჩელენჯ თასზე“ ითამაშებს
„შავი ლომი” ევროპის „ჩელენჯ თასზე“ ითამაშებს. ეს პირველი ქართული პროფესიული სარაგბო კლუბია, რომელიც ამ ტურნირზე მიიწვიეს. რაგბის კავშირსა და მმართველ ორგანოს შორის მოლაპარაკება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირი 8 დეკემბერს დაიწყება. პრემიერი-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობა სრულად უზრუნველყოფს ჩემპიონატისთვის დაგეგმილი მატჩების საქართველოში უმაღლეს დონეზე ჩატარებას.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ერქვანია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
