ხაბეიშვილს საგარეჯოში მოსახლეობა დაუპირისპირდა
ლევან ხაბეიშვილს და მის “ნაციონლურ მოძრაობას” უარი საგარეჯოშიც უთხრეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მოსახლეობა დაუპირისპირდა. ხაბეიშვილის გამოჩენას ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, დაზიანდა ტელეკამერები, მსუბუქად დაშავადა რამდენიმე ადამიანი. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” საგარეჯოში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს, რადგან დავით გარეჯი სწორედ მათი ხელისუფლების პერიოდში, გასხვისდა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
