ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და მათი კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები.
