პრემიერი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატიც გადასცა. ფრანსის დრუენთან საუბრისას ყურდაღება გამახვილდა მთავრობასა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა კავშირების მნიშვნელობას კულტურისა და განათლების სფეროებში.
