დილიდან ოპერისა და ბალეტის თეატრში თენგიზ მუშკუდიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
დილიდან ოპერისა და ბალეტის თეატრში თენგიზ მუშკუდიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სახალხო არტისტს დღეს მახათას მთაზე დაკრძალავენ. თნგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს. გადაღებულია ფილმებში „აბეზარა“ და „დიდოსტატის მარჯვენა“.
