კომპანია „მეტამ“ „ტვიტერის“ კონკურენტი აპლიკაცია შექმნა
კომპანია „მეტამ“ „ტვიტერის“ კონკურენტი აპლიკაცია შექმნა. ახალმა მიკრობლოგმა „Threads-მა“ ამუშავებიდან პირველ შვიდ საათში ათი მილიონი მომხმარებელი შეიძინა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალმა აპლიკაციამ შესაძლოა „ტვიტერის“ ის მომხმარებლები გადაიბიროს, რომლებიც ბოლო პერიოდში, მიკრობლოგში განხოციელებული ცვლილებით უკმაყოფილონი არიან. „Threads-ი“ მომხმარებელს „ტვიტერის“ მსგავს მომსახურებებს სთავაზობს.
