მფრინავი მანქანები შესაძლოა რეალობად იქცეს
მფრინავი მანქანები შესაძლოა რეალობად იქცეს. ამერიკულმა კომპანიამ შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისგან მფრინავი მანქანების საცდელი ფრენის ნებართვა მიიღო. კალიფორნიული კომპანია „ალეფ აერონავტიკსის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი იუწყება, რომ მათი ინოვაციური მანქანა, სახელად „მოდელი A“, ტრადიციული ავტომობილებისგან განსხვავებით, ფრენის ფუნქციითაც არის აღჭურვილი.
