კობახიძე: ეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმია
მკაცრი დიპლომატიური პროტესტის მიუხედავად, საქართველო უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს ინარჩუნებს. ქართული მხარე უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეშფოთებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიცილაური თბილისისთვის კიევის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია, ამ ეტაპზე ხელისუფლების წარმომადგენლები ომში მყოფი ქვეყნის კრიტიკისა და საპასუხო რეაქციისგან თავს იკავებენ.
