ინგლისი VS ესპანეთი
21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტი გუნდების ვინაობა ცნობილია და ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში ესპანეთმა უკრაინას 5:1 აჯობა, ხოლო ბათუმში ინგლისელებმა ისრაელის გუნდი 3:0 დაამარცხეს და გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება 2009 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლი კარსლის გუნდი ფინალში ისე გავიდა, რომ ყველა მატჩი მოიგო და გოლიც არ გაუშვა. ისრაელის ნაკრებმა კი ნახევარფინალში თამაშით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. ფინალური შეხვედრა 8 ივლისს, ბათუმში გაიმართება.
