თეთრი სახლი: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები
„ნატოში“ უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ალიანსის 31-ვე წევრის თანხმობით მას შემდეგ მიიღებენ, რაც ქვეყანა ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები იმავე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ნატოს ქვეყნებმა დააკმაყოფილეს, სანამ ალიანსს შეუერთდებოდნენ. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება“, - აღნიშნა ჟან-პიერმა.
