თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 12 ივლისს ლადო ათანელის კონცერტი გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 12 ივლისს, აღიარებული ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის კონცერტი გაიმართება. მასთან ერთად იმღერებენ საოპერო მომღერლის კონკურსის გამარჯვებულებიც. კონცერტზე ფრანგული, იტალიური და გერმანული საოპერო მუსიკა შესრულდება.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
