ნიკა გვარამიამ ოპოზიციას პოლიტიკური ნაბიჯები და სტრატეგია დაუწუნა
ნიკა გვარამიამ ოპოზიციას პოლიტიკური ნაბიჯები და სტრატეგია დაუწუნა. შეწყალებული გვარამია მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში წერს და მიიჩნევს, რომ არ უნდა შეწყვეტილიყო საუბარი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე, არ უნდა გაკეთებულიყო განცხადებები სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე და არ უნდა შეეტანათ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში.
