კახეთში შვილმა მამა მოკლა
კახეთში შვილმა მამა მოკლა. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა მამას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
