საქართველოს ელჩის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
საქართველოს ელჩის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრეზიდენტის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს და წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება ან მათი დაკნინება უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება.
