„ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის ფინალური შოუ გაიმართა
„იმედის“ეთერში მეგაშოუს, “ვინ ვინ არის” მეორე სეზონის გრანდიოზული ფინალი გაიმართა. პროექტის გამარჯვებული გახდა ფასკუნჯი, რომელიც, ყველასთვის მოულოდნელად, ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი აღმოჩნდა. მეორე ადგილი „ლურჯმა მელიამ“ დაიკავა, რომლის ნიღბის მიღმა გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა იმალებოდა. მესამე ადგილი კი ასტრონავტს, ანუ მომღერალ ნუკრი კაპანაძეს ერგო. სამივე ფინალისტი სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდა.

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები