საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში თბილისის ტანვარჯიშის არენაზე ჩაატარა. გუნდი დღეს ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში საასპარეზოდ ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება. დივიზიონში თავი მოიყარეს 20 ქვეყნის ნაკრებებმა, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული გუნდის მიზანი საპრიზო ადგილების დაკავებაა, რადგან ელიტარული, "ა" დივიზიონის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრები "ცე" ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კოსოვო, შვედეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი იქნებიან.
