საქართველო-იტალია 30:17
ისტორიაში პირველად, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში 2 შეხვედრა მოიგო და დიდი შანსია მომდევნო ეტაპზე გავიდეს, თუმცა ლადო კილასონიას გუნდი სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული. მესამე შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა იტალიის ახალგაზრდულ გუნდთან ჩაატარა და 13-ქულიანი სხვაობით, 30-17 დაამარცხა. ქართველმა ბორჯღალოსნებმა ოთხი ლელოს დადება მოახერხეს.
