“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები გრძელდება
მმართველი გუნდი უკვე შეხვდა რუსთავის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინო ლაცაბიძე აირჩიეს. შეხვედრაზე ასევე აირჩიეს ბიუროს წევრებიც. დღესვე მორიგი პარტიული კონფერენცია გარდაბანში გაიმართება.
