შალვა პაპუაშვილის განცხადება
საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ბოლო წელიწადნახევარში ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა: პირველი, სააკაშვილის ვითომ წამებას პატიმრობაში და, მეორე, დასავლეთის თანამეგობრობის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების დარღვევის მტკიცებას - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ორივე მითი ახლა უკვე განადგურებულია. საქართველო ამ უთანასწორო ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა - წერს შალვა პაპუაშვილი.
